რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს
სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს მომხმარებლის მიერ ამ
ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის
დადგენა საშუალებას გაძლევთ სწორად და სამართლიანად შეადაროთ სხვადასხვა
კომერციულ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღებასთან
დაკავშირებული ყველა ფინანსური ხარჯი და მიიღოთ თქვენთვის ხელსაყრელი
გადაწყვეტილება.

რა ხარჯები ახლავს სესხის აღებას?
სესხის აღების დროს გაითვალისწინეთ, რომ სესხს თან ახლავს გარკვეული ხარჯები,
ესენია: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი; ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული
საფასური (იპოთეკის რეგისტრაციის და მოხსნის ხარჯი); სესხის გატანის საკომისიო,
სიცოცხლის დაზღვევა, და ა.შ.

რით განსხვავდება იპოთეკური და სამომხმარებლო სესხი?
სამომხმარებლო სესხი უფრო მცირე მოცულობისაა, ვიდრე იპოთეკურ სესხი, ამასთან,
უფრო მცირე ვადიანია. იპოთეკურ სესხს აქვს კონკრეტული დანიშნულება – ბინის ან
სახლის შეძენა, რემონტი, მშენებლობა. იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში სესხის
უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება აუცილებელია, რომელიც ორგანიზაციის მიერ იტვირთება
იპოთეკით. თუ მომხარებელი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ორგანიზაცია
უფლებამოსილია მოახდინოს უზრუნველყოფის რეალიზაცია. სამომხმარებლო სესხს,
როგორც წესი, უზრუნველყოფა არ სჭირდება, თუმცა არსებობს უზრუნველყოფილი
სამომხმარებლო კრედიტიც.

რის საფუძველზე გაიცემა იპოთეკური ან სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფით
იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით (საცხოვრებელი ბინა, კომერციული ფართი ან მიწა თბილისის მახლობლად), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იტვირთება ჩვენი კომპანიის იპოთეკით.

რა ვადით შემიძლია იპოთეკური სესხის ან სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფით აღება?
იპოთეკური სესხის აღება შეიძლება 5 წლამდე ვადით

როგორ ვფარავ სესხს?
სესხის დაფარვის დროს ფარავთ პროცენტსაც და ძირსაც ერთდროულად. სესხის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხების შესაბამისად. ყოველთვიური გადასახადის გადახდა ხდება ჩვენს პარტნიორ ბანკში ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.

რა დოკუმენტებია საჭირო სესხის ასაღებად?
თქვენ დაგჭირდებათ:
მსესხებლის/მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი

რა ვალუტაში გაიცემა სესხი?
სესხი გაიცემა ქართულ ლარში.

შესაძლებელია თუ არა სხვა კომპანიიდან სესხის გადმოტანა?
დიახ, რეფინანსირება შესაძლებელია.