პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
შპს პიელსი ქონსალთინგი
საკონტაქტო ნომერი: 505 05 46 99
ელექტრონული ფოსტა: info@plcconsulting.ge
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2024
ვინ ვართ ჩვენ
სააქციო საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ (შემდგომში – კომპანია)
საიდენტიფიკაციო ნომერი:204568574
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, რუსთაველის გამზ., N 37
რეგისტრაციის თარიღი: 22 მაისი, 2009 წელი.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი
სააქციო საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მონაცემთა დამუშავების პროცესის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს კომპანიაში მიმდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი.
მონაცემების დამუშავების პრინციპები
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კონსტიტუციის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების/აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვიცავთ კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მონაცემთა ღირსების შეულახავად მონაცემთა დამუშავების, მიზნის შეზღუდვის, მონაცემთა მინიმიზაციის, მონაცემთა ნამდვილობისა და სიზუსტის, მონაცემთა შენახვის ვადის შეზღუდვისა და მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპებს.
რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ? პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები
კომპანიის მიერ საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების მიზნით, გროვდება და მუშავდება პერსონალური მონაცემები, რომელიც შემდგომ კატეგორიებში ერთიანდება:
საიდენტიფიკაციო მონაცემები | სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი (პირადობის მოწმობის/პასპორტის მონაცემები), მოქალაქეობა.
|
საკონტაქტო ინფორმაცია | ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი. |
სოციო-დემოგრაფიული | დასაქმების/პროფესიის შესახებ ინფორმაცია, განათლება. |
სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები | ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია ოჯახის წევრების, მათ შორის შვილების შესახებ; საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
|
ფინანსური | ფინანსური მდგომარეობა; სტატუსი და ფინანსური საქმიანობის ისტორია; საკრედიტო ისტორია; კრედიტუნარიანობა; კომპანიაში ფინანსური პროდუქტის გამოყენების ისტორია; ფინანსური ისტორია, მათ შორის ვადაგადაცილებები; შემოსავლების შესახებ ინფორმაცია; ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ანგარიში ნომერი;
|
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია | ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს პირის შესახებ ინტერნეტში განთავსებულ საჯაროდ/ღიად/კანონიერად ხელმისაწვდომი ბაზებიდან/სიებიდან/გვერდებიდან;
|
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები | ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები; მონაცემები, რომელიც უკავშირდება ნასამართლობას (მხოლოდ იმის იდენტიფიკაციისათვის, ნასამართლევია თუ არა პირი ეკონომიკური დანაშაულისათვის იმ პოზიციაზე დასაქმების მიზნით, სადაც პირს აქვს წვდომა კომპანიის ფინანსურ რესურსებთან) და ცნობა ნარკოდამოკიდებულების შესახებ (მძღოლის ან/და სხვა მსგავს პოზიციაზე).
|
ლოკაციასთან დაკავშირებული მონაცემები | IP მისამართი და ადგილმდებარეობა.
|
სახელშეკრულებო | ინფორმაცია პირის პროდუქტებისა და გაწვეული მომსახურების შესახებ. |
ვის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნ(ებ)ითა და საფუძვლ(ებ)ით?
1. კლიენტთა/მსესხებელთა პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი | მონაცემთა კატეგორია | მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა | |
კლიენტისათვის პროდუქტისა და მომსახურების მიწვდება
კლიენტის პირადი საქმეების წარმოება |
საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო-დემოგრაფიული მონაცემები; სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები; ფინანსური მონაცემები; საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
|
თქვენი თანხმობა
თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად
გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულება
|
ხელშეკრულების შეწყვეტიდან/ვადის გასვლიდან 6 წლის მანძილზე
კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად. |
|
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც მუშავდება კლიენტის პირადი საქმეების წარმოებისას
|
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. | თქვენი თანხმობა
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
|
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ვადით | |
მონაცემების შეგროვების წყარო | მონაცემები გროვდება უშუალოდ კლიენტისგან. | |||
-
დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი | მონაცემთა კატეგორია | მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა | |
შრომითი ხელშეკრულების დადება და მისგან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება | საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო-დემოგრაფიული მონაცემები; სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები; ფინანსური მონაცემები; საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. | თქვენი თანხმობა
გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულება
|
ხელშეკრულების შეწყვეტიდან/ ვადის გასვლიდან 3 წლის მანძილზე კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად. | |
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც მუშავდება დასაქმებულის პირადი საქმეების წარმოებისას
|
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია.
ნარკოტიკული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია.
|
თქვენი თანხმობა
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
|
ლეგიტიმური მიზნის მიაღწევად აუცილებელი ვადით | |
მონაცემების შეგროვების წყარო | მონაცემები გროვდება უშუალოდ დასაქმებულისგან. | |||
-
დასაქმების მსურველ პირთა პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი | მონაცემთა კატეგორია | მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა | |
კომპანიაში დასაქმების მსურველი პირის კვალიფიკაციის შესაბამისობის განსაზღვრა დასაკავებელ თანამდებობასთან | საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო-დემოგრაფიული მონაცემები; საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. | თქვენი თანხმობა
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
|
იმ კანდიდატების მონაცემები, რომელთა კომპანიაში დასაქმების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კომპანიაში არ ინახება და ნადგურდება კონკურსის ეტაპის დასრულებისთანავე. | |
მონაცემების შეგროვების წყარო | მონაცემები გროვდება უშუალოდ კანდიდატისგან. | |||
-
მომსახურების ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი | მონაცემთა კატეგორია | მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა | |
კომპანიის მიერ მომსახურების ან ნივთის/საქონლის მიღება/შესყიდვა | საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო დემოგრაფიული (ეს მონაცემი გროვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდება იურიდიულ პირთან. იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ ამ იურიდიულ პირში დაკავებული თანამდებობის ჭრილში)
სახელშეკრულები მონაცემები |
თქვენი თანხმობა
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი
გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად
|
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ვადით. | |
მონაცემების შეგროვების წყარო | მონაცემები გროვდება უშუალოდ ფიზიკური ან იურიდიული პირისგან, რომელთანაც ფორმდება ხელშეკრულება. | |||
არასრულწლოვანთა მონაცემები
ჩვენ, არასრულწლოვანის შესახებ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, ვამუშავებთ მხოლოდ შრომითი ურთიერთობების ჭრილში, ჩვენი თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა თუ კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
გარდაცვლილი პირის მონაცემები
ჩვენ, გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემებს ვამუშავებთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის სახელშეკრულებო უფლებამოსილებების/ინტერესების რეალიზაციის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მოპოვებულ მონაცემებს
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ, როდესაც:
- როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
- როდესაც აგზავნით განაცხადს კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად;
- როდესაც ხდებით კომპანიის თანამშრომელი;
- როდესაც თქვენთან ფორმდება მომსახურების თუ სხვა ტიპის ხელშეკრულება;
- როდესაც იყენებთ კომპანიის პროდუქტსა და მომსახურებას;
- სატელეფონო კომუნიკაციისას ან კომპანიაში/ფილიალში ვიზიტისას;
- როდესაც იყენებთ კომპანიის ვებგვერდს (სესხზე განაცხადის შევსება, პრეტენზიის წარდგენა);
- როდესაც აგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
- როდესაც ახორციელებთ ტრანზაქციებს;
- ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი და სხვა საჯარო ორგანიზაციებისგან;
- გარდა ამისა, ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ ასევე სხვა, ინტერნეტში განთავსებული საჯაროდ/ღიად/კანონიერად ხელმისაწვდომი ბაზებიდან/სიებიდან/გვერდებიდან;
პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენთან მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, თქვენი მონაცემების კანონიერად დამუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე ჩვენ მიღებული გვაქვს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები ელექტრონულად და ფიზიკურად არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
- მოგვთხოვოთ იმის დადასტურება, ვამუშავებთ თუ არა თქვენს შესახებ მონაცემებს, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ და ა.შ.;
- ჩვენთან გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და მიიღოთ ამ მონაცემების ასლები;
- მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა;
- მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ჩვენგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
- ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ ჩვენთვის მოცემული, თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე გაცემული თანხმობა.
- თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია
კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ჩვენ უფლება გვაქვს, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან, მაგ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)სგან (მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაციის ჩათვლით), აგრეთვე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილ უფლება-მოვალეობებს. მათ შორის, თვენი ინფორმირების ვალდებულებასაც.
პერსონალური მონაცემების გაზიარება
ჩვენ, შესაძლებელია, კონკრეტული დავალების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ მესამე მხარეს, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია, ძირითადი საქმიანობის ფარგლებში, იყენებს მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერების მომსახურებას. მაგალითად:
- IT მომსახურების პროვაიდერი კომპანიები.
- იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც კომპანიას აწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.
- სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლების დაზღვევას.
- კომერციული ბანკი, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმებულის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება.
- კომერციული ბანკი, კომპანიის სასესხო პროდუქტით სარგებლობის მიზნით სათანადო ანგარიშის გამოყენებისას ან სხვაგვარი ტრანზაქციის განხორციელებისას.
ჩვენ მესამე პირებს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
დასაქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა ხორციელდება აზერბაიჯანში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან. აღნიშნული ხორციელდება დასაქმების კანდიდატის თანხმობის საფუძველზე.
სესხის განაცხადი, რომელიც აღემატება 50,000 ლარზე მეტი თანხის მოთხოვნას, განიხილება და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების მიზნით კლიენტის პერსონალური მონაცემები, რომელიც წარდგენილ იქნა სესხის განაცხადის დამუშავების პროცესში, იგზავნება აზერბაიჯანში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან, კლიენტის თანხმობის საფუძველზე.
კომპანიის მიერ მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორიგის განხორციელება
კომპანია მონიტორინგს ახორციელებს „ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხროციელების წესის“ შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე – ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების წესი
კომპანიაში მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება ხდება კომპანიის ინიციატივით ან მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე.
კომპანიის ინიციატივით მონაცემების წაშლა ან განადგურება ხდება კომპანიაში შესაბამისი პერსონალური მონაცემის შენახვის ვადის გასვლის შემდგომ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ფიზიკური ფორმით დაცული მონაცემების განადგურება ხდება ქაღალდის გამანადგურებლის (შრედერის) მეშვეობით, ხოლო ელექტრონული ფორმით დაცული მონაცემების წაშლა ხდება ელექტრონულად, იმგვარად, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყოს არაპროპორციული ძალისხმევის გაწევის გარეშე.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნა შესაძლებელია წერილობითი ფორმით, მოთხოვნის ელექტრონულ ფოსტაზე info@georgiancapital.ge გაგზავნის ან კომპანიაში ბეჭდური წერილობითი ფორმით წარდგენის გზით (მის: ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი N37).
კომპანია ვალდებულია, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაშალოს/გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ მოთხოვნაზე უარი, შესაბამისი საფუძვლის მითითებით და განგიმარტოთ უარის გასაჩივრების წესი.
მონაცემების განადგურების/წაშლის თაობაზე დგება პერსონალური მონაცემების განადგურების აქტი, სადაც, სულ მცირე, მიეთითება განადგურებული/წაშლილი მონაცემის თაობაზე ინფორმაცია, განადგურების/წაშლის საფუძველი, განადგურების/წაშლის ფორმა, განადგურებაზე/წაშლაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი და ხელმოწერა, განადგურების თარიღი.
პერსონალური მონაცემების წაშლასა და განადგურებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი განისაზღვრება კომპანიის დირექტორის ბრძანებით.
სხვა პირობები
საკითხები, რომელსაც არ მოიცავს წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი, რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
წინამდებარე დოკუმენტი პერიოდულად განახლებადია კომპანიის მიერ.
დოკუმენტში ცვლილებები შეიტანება კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნების გზით და ცვლილებებს უნდა გაეცნოთ პერიოდულად. ცვლილებების შესახებ პერსონალურად გეცნობებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
როგორ დაგვიკავშირდეთ
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: info@georgiancapital.ge ან სამუშაო საათებში გვეწვიოთ/თქვენი განცხადება დაგვიტოვოთ კომპანიაში (მის: ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი N37) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, გაითვალისწინეთ, იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემებს ნამდვილად მონაცემთა სუბიექტს ან მის უფლებამოსილ პირს ვუზიარებთ, განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თავად თქვენ წერთ) ან მინდობილობა და პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თქვენ მიერ უფლებამოსილი პირი/თქვენი წარმომადგენელი წერს).
გარდა ზემოაღნიშნულისა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშო საათებში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (032) 296-10-10 ან დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს – შპს „პიელსი ქონსალთინგს“ (საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: info@plcconsulting.ge , საკონტაქტო ნომერი: 505 05 46 99).