სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაჯორჯიან კაპიტალიდაარსდა 2009 წლის 22 მაისს. ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის 28 მაისის ბრძანებით. (რეგისტრაციის ნომერი 320509) მიენიჭა მიკროსაფინანსო კომპანიის სტატუსი და გაიცა საქმიანობის ნებართვა. ორგანიზაციამ ფაქტობრივი საქმიანობა დაიწყო 2009 წლის 6 ივლისს .თბილისში, მარჯანიშვილის . 29-ში, გახსნა თავისი პირველი ფილიალი. პირველ რიგში, ორგანიზაციამ მომხმარებელს შესთავაზა ორი ტიპის საკრედიტო პროდუქტი – „ავტოლომბარდიდაკონსუმერი“. ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, პროდუქციის არჩევანი მალე გაიზრდება და დაემატებაიპოთეკადაბიზნეს სესხი“. დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ 3 სახეობის პროდუქტს ეროვნულ ვალუტაში ლარში, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.

 

კომპანიის მუშაობის ძირითადი პრინციპი იყო და არისგარანტია, სტაბილურობა და საიმედოობა“. ეს ხდება კომპანიის ზრდისა და განვითარების წინაპირობა. 2015 წლის იანვრიდან მან შეიცვალა საქმიანობის ადგილი და გადავიდა ახალ თანამედროვე ოფისში ქალაქის ცენტრში რუსთაველის გამზირ No37-ში. ხოლო 2015 წლის დეკემბერში გლდანში იხსნება ახალი, მაღალი დონის და სტანდარტის კომფორტული ფილიალი.

 

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფა. ჩვენს ყველა ფილიალში კლიენტებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტები, მათ ელოდებათ მოქნილი პირობები და კომფორტული გარემო.

 

2023 წლის პირველ ნახევარში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის რეორგანიზაციის შესახებ, მათ შორის გლდანის ფილიალის დახურვა, პერსონალის შემცირება და პოზიციების დახურვა. დღესჯორჯიან კაპიტალიფუნქციონირებს ერთ ოფისში რუსთაველის #37-ში.