კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2024 წელი

ვინ ვართ ჩვენ

სააქციო საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ (შემდგომში – კომპანია);
საიდენტიფიკაციო ნომერი:204568574;
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, რუსთაველის გამზ., N 37
რეგისტრაციის თარიღი: 22 მაისი, 2009 წელი.

დოკუმენტის მიზანი

სააქციო საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მონაცემთა დამუშავების პროცესის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს კომპანიაში მიმდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი.

მონაცემების დამუშავების პრინციპები

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კონსტიტუციის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების/აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენ ვიცავთ შემდეგ პრინციპებს:
ა) მონაცემებს ვამუშავებთ კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და თქვენი ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემებს ვაგროვებთ/მოვიპოვებთ მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
გ) მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
დ) ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. არაზუსტ მონაცემებს ვასწორებთ, ვშლით ან ვანადგურებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
ე) მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი იშლება, განადგურდება ან ინახება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
ვ) მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული გვაქვს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცვას.

მონაცემების დამუშავების საფუძვლები

ჩვენ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) თავად თქვენ მოგვცემთ ნებართვას დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემი;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან თქვენ იგი თავად გახადეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი;
ვ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს თქვენი (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
თ) “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევების დროს.

პერსონალურ მონაცემთა ჯგუფები

ჩვენ საქმიანობის განხორციელებისას ვაგროვებთ და ვამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
• საიდენტიფიკაციო მონაცემები – სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი (პირადობის მოწმობის/პასპორტის მონაცემები), მოქალაქეობა;
• საკონტაქტო ინფორმაცია – ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი;
• სოციო-დემოგრაფიული – დასაქმების/პროფესიის შესახებ ინფორმაცია, განათლება.
• სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები – ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია ოჯახის წევრების, მათ შორის შვილების შესახებ; საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
• ფინანსური – ფინანსური მდგომარეობა; სტატუსი და ფინანსური საქმიანობის ისტორია; საკრედიტო ისტორია; კრედიტუნარიანობა; კომპანიაში ფინანსური პროდუქტის გამოყენების ისტორია; ფინანსური ისტორია, მათ შორის ვადაგადაცილებები; შემოსავლების შესახებ ინფორმაცია; ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ანგარიში ნომერი;
• საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს პირის შესახებ ინტერნეტში განთავსებულ საჯაროდ/ღიად/კანონიერად ხელმისაწვდომი ბაზებიდან/სიებიდან/გვერდებიდან;
• განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები – ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები; მონაცემები, რომელიც უკავშირდება ნასამართლობას (მხოლოდ იმის იდენტიფიკაციისათვის, ნასამართლევია თუ არა პირი ეკონომიკური დანაშაულისათვის იმ პოზიციაზე დასაქმების მიზნით, სადაც პირს აქვს წვდომა კომპანიის ფინანსურ რესურსებთან) და ცნობა ნარკოდამოკიდებულების შესახებ (მძღოლის ან/და სხვა მსგავს პოზიციაზე). მონაცემები, რომელიც უკავშირდება ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
• სხვა ინფორმაცია – IP მისამართი და ადგილმდებარეობა; პირის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ყველა ის ინფორმაცია, რასაც პირი კომპანიას გაუზიარებს ვებ-გვერდის მეშვეობით. ასევე, ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის, ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან.

ჩვენ, არასრულწლოვანის შესახებ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, ვამუშავებთ მხოლოდ შრომითი ურთიერთობების ჭრილში, ჩვენი თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა თუ კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

ჩვენ, გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემებს ვამუშავებთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის სახელშეკრულებო უფლებამოსილებების/ინტერესების რეალიზაციის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მოპოვებულ მონაცემებს

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ, როდესაც:
• როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
• როდესაც აგზავნით განაცხადს კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად;
• როდესაც ხდებით კომპანიის თანამშრომელი;
• როდესაც თქვენთან ფორმდება მომსახურების თუ სხვა ტიპის ხელშეკრულება;
• როდესაც იყენებთ კომპანიის პროდუქტსა და მომსახურებას;
• სატელეფონო კომუნიკაციისას ან კომპანიაში/ფილიალში ვიზიტისას;
• როდესაც იყენებთ კომპანიის ვებგვერდს (სესხზე განაცხადის შევსება, პრეტენზიის წარდგენა);
• როდესაც აგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
• როდესაც ახორციელებთ ტრანზაქციებს;
• ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი და სხვა საჯარო ორგანიზაციებისგან;
• გარდა ამისა, ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ ასევე სხვა, ინტერნეტში განთავსებული საჯაროდ/ღიად/კანონიერად ხელმისაწვდომი ბაზებიდან/სიებიდან/გვერდებიდან;

ჩვენ ვახორციელებთ ვიდეომონიტორინგსა და აუდიომონიტორინგს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე შემუშავებული „ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების წესის“ შესაბამისად.

ჩვენ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გვაქვს თქვენი პერსონალური მონაცემები შევაგროვოთ როგორც უშუალოდ თქვენგან, ისე სხვა წყაროებიდან. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ვალდებულება გვეკისრება, რომ ამის თაობაზე მოვახდინოთ თქვენი ინფორმირება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ჩვენთან მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, თქვენი მონაცემების კანონიერად დამუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე ჩვენ მიღებული გვაქვს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები ელექტრონულად და ფიზიკურად არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ:
• მოგვთხოვოთ იმის დადასტურება, ვამუშავებთ თუ არა თქვენს შესახებ მონაცემებს, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ და ა.შ.;
• ჩვენთან გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და მიიღოთ ამ მონაცემების ასლები;
• მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
• მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
• მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა;
• მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ჩვენგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
• ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ ჩვენთვის მოცემული, თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე გაცემული თანხმობა.
• თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.

პერსონალური მონაცემების გაზიარება

ჩვენ, შესაძლებელია, კონკრეტული დავალების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ მესამე მხარეს, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია, ძირითადი საქმიანობის ფარგლებში, იყენებს მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერების მომსახურებას. მაგალითად:
• ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
• IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ., „cloud“) სერვისები;
• იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც კომპანიას აწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
• სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლების დაზღვევას;
• კომერციული ბანკი, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმებულის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება;
• კომერციული ბანკი, კომპანიის სასესხო პროდუქტით სარგებლობის მიზნით სათანადო ანგარიშის გამოყენებისას ან სხვაგვარი ტრანზაქციის განხორციელებისას;

ჩვენ მესამე პირებს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.

კომპანია არ ახდენს თქვენი მონაცემების საერთაშორისო გადაცემას.

პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ:
• იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად;
• მომსახურების გაწევის ფარგლებში დადგენილი ვადებით;
• ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებით;
• საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

სხვა პირობები

საკითხები, რომელსაც არ მოიცავს წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი, რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ამასთან, კომპანიაში მოქმედებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა”, რომლის სრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: ———–

როგორ დაგვიკავშირდეთ
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: info@georgiancapital.ge ან სამუშო საათებში გვეწვიოთ/თქვენი განცხადება დაგვიტოვოთ კომპანიაში (მის: ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი N37) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, გაითვალისწინეთ, იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემებს ნამდვილად მონაცემთა სუბიექტს ან მის უფლებამოსილ პირს ვუზიარებთ, განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თავად თქვენ წერთ) ან მინდობილობა და პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თქვენ მიერ უფლებამოსილი პირი წერს).
გარდა ზემოაღნიშნულისა ორშაბათიდან პარასკების ჩათვლით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (032) 296-10-10