„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით ვაცხადებ თანხმობას და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალ“-ს (ს/კ: 204568574) (შემდგომში „მისო“) ვანიჭებ უპირობო უფლებას, რომ მისომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ორგანიზაციისთვის აუცილებელი, ჩემი პერსონალური მონაცემები, მოახდინოს ჩემს შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში გაცნობა, გადამოწმება და ამ მონაცემების დამუშავება.
ასევე, მისო უფლებამოსილია იყოს მოაგროვოს, შეინახოს, დაიცვას, წაშალოს, ასევე მოახდინოს ფოტო და ვიდეო გადაღება და აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებისათვის მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ასევე, ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვარ უფლების შესახებ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა მოთხოვნით მას შემდეგ, რაც ვალდებულებები სრულად შესრულდება.