სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი” აცხადებს ვაკანსიას BANK 2000 (ALTA) პროგრამისტის პოზიციაზე.

სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი” ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლის 6 ივლისიდან. მისი საქმიანობა წარმოდგენილია 2 ფილიალში: რუსთაველის გამზ. და გლადნის “ა” მ/რ-ში. თითქმის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროფესიონალთა შეკრული და მეგობრული გუნდი. თუ თქვენ ეძებთ სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს მოქნილი გრაფიკით და გაქვთ გამოცდილება პროგრამა ბანკი2000 (ალტა)-ში მუშაობის გამოცდილება, მაშინ ჩვენ გელით თქვენ!

სამუშაო განაკვეთი: მოქნილი. შესაძლებელია, დისტანციურად ან ნახევარ განაკვეთზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 37

პროფესიული მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნა: საბანკო პროგრამა BANK 2000 ALTA-ს ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა – ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები: BANK 2000-ის, კლიენტებისა და ანგარიშგებების პორტალის პროგრამულ-ტექნიკური მომსახურება და ადმინისტრირება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: d.kvernadze@georgiancapital.ge.